თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნუშის რძე Natumi – ჩვენი აბსოლუტური რჩეულია და განსაკუთრებული ადგილი უკავია ორგანული მაღაზია „ორგანიკას“ თაროებზე.
არ შეიცავს კონსერვანტებს.
არ შეიცავს შაქარს.
არ შეიცავს სინთეზურ ემულგატორებს
100% ბუნებრივი სუფთა გემო
ლაქტოზას და გლუტენის გარეშე
დამზადებულია გერმანიაში ორგანული ნუშისგან, დამოწმებული ევროკავშირის “ევრო-ლოგოთი”
გვსურს თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ ნუშის ორგანულ რძეს, ხანგრძლივი შენახვის დროს, აქვს ბუნებრივი ტენდენცია სტრატიფიკაციისთვის (ფენებად დაყოფა), როდესაც თხილის ბუნებრივი ცხიმი გამოიყოფა სითხისგან. მიუჩვეველი თვალისთვის შეიძლება ჩაითვალოს, რომ რძე გაფუჭდა.
თუმცა, სულაც არ არის ასე.
ეს მისი ბუნებრიობისა და სისუფთავის დასტურია.
თუ ნუშის რძეს სახლში ამზადებთ და მაცივარში 2 დღის განმავლობაში შეინახავთ, მსგავს რეაქციას მიიღებთ.
რძეს მცირე რაოდენობით მზესუმზირის ლეციტინი ემატება, ერთგვაროვანი მასის შენარჩუნების მიზნით. მაგრამ მაინც ხდება ფენებად დაყოფა.
იმისათვის, რომ რძეს კვლავ ერთგვაროვანი სტრუქტურა მიანიჭოთ, საჭიროა კარგად შეანჯღრიოთ იგი და ცოტათი გაათბოთ, ან ათქვიფეთ ბლენდერით.
ამისათვის გვიყვარს ბრენდი Natumi – ორგანულობისა და ბუნებრიობის პრინციპის 100% -ით დაცვით!
ბრენდი Natumi არის ცნობილი მარცვლეულის სასმელების მწარმოებელი, რომლებიც დიდი ალტერნატივაა ლაქტოზას ალერგიისა და უგლუტენო დიეტის მქონე ადამიანებისთვის.